Home » კატეგორიის გარეშე » საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს მიესალმა და სხდომაზე დამსწრე წევრების აქტივობისთვის კმაყოფილება გამოთქვა.

„მოხარული ვარ მაღალი ქვორუმით ვიწყებთ მუშაობას და პრაქტიკულად სრულად არის წარმოდგენილი ჯგუფის შემადგენლობა. რაც შეეხება სამუშაო პროცესის რეგლამენტს, მუშაობა სამ ეტაპად წარიმართება და  დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის თავების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის კონსტიტუციურ კანონის არსებულ ტექსტებს დეტალურად განვიხილოთ. გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად, მეორე სხდომისთვის შესაძლებელი იქნება პირველადი პროექტის შემუშავება, რომელიც ასევე მუხლობრივად იქნება განხილული და ბოლო, მესამე სხდომისთვის უკვე შეგვეძლება   კონსტიტუციური თავების კიდევ ერთხელ გადამუშავებული რედაქტირებული ვარიანტის მომზადება და საბოლოო შეჯერება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ პირველ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას, როდესაც  კონსტიტუციის შესავალი ნაწილი განიხილებოდა, კომისიის წევრები ტერიტორიული მოწყობის საკითხებს უკვე შეეხნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიული მოწყობის დებულებები სწორედ კონსტიტუციის პირველ თავშია წარმოდგენილი.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის  დეტალური განხილვით დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრის საკონსტიტუციო კანონსაც განიხილავს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

წითელის ჯვრის მადლობა საქართველოს ხელისუფლებასა და თბილისის მერიას

წითელის ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თბილისის მერიას მადლობას უხდის   „წითელი ჯვრისა ...