Home » მთავარი » საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი ჯგუფი პირველ სხდომას მართავს

საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი ჯგუფი პირველ სხდომას მართავს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშია შექმნილი, დღეს, პირველ სხდომას მართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ისეთი  საკითხების განხილვა მოხდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს სფეროს – კონსტიტუციურ მოწესრიგებას ეხება. „სწორედ აქ წყდება ის ძირითადი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებასთან“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ განმარტა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფორმატი. „სამ ძირითად ეტაპად გვაქვს დაგეგმილი სამუშაო პროცესი. დღეს, განვიხილავთ ინიციატივებს თითოეულ ნორმასთან თუ თავთან დაკავშირებით. მეორე სხდომაზე, დაახლოებით ერთ თვეში, განიხილება პირველადი რედაქცია კანონპროექტის, რომელიც შემუშავდება თქვენი ინიციატივების საფუძველზე. მესამე სხდომაზე კი, რომელიც დაახლოებით ორი თვის შემდეგ ჩატარდება, უკვე კანონპროექტის შეჯერებული ვერსიის რედაქციული განხილვა გაიმართება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელ სხდომაზე, სხვა საკითხებთა ერთად, განხილული იქნება პრეზიდენტის არჩევნებისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხები.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...