Home » მთავარი » საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე უმრავლესობის დეპუტატები არ მივლენ

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე უმრავლესობის დეპუტატები არ მივლენ

პრეზიდენტის შეთავაზებას შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმიანება და ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე  უმრავლესობის დეპუტატები არ მივლენ.

„ამჯერად პრეზიდენტმა გადაწყვიტა სახალხო განხილვა და პარლამენტარების მიწვევა. იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ ასეთ განხილვებს აქვს კანონით გაწერილი დრო. პარლამეტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე. შეუძლებელია გამორჩენოდათ, ხვალ რომ სხდომა იყო. დარწმუნებული ვარ, ესეც შეგნებულად გააკეთეს როგორც წინა შემთხვევის დროს, როდესაც კომიტეტის სხდომების მიუხედავად, განცხადებებს ავრცელებდნენ ფრაქციებს უნდა შევხვდეთო. სწორედ ესაა უპატივცემულობა, რაც არ ჯდება არც ერთი მოქალაქის ინტერესში. მიუხედავად ასეთი გამოხტომებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას კომისიის ფარგლებში და დავდებთ ისტორიულ შედეგს ახალი, გამართული კონსტიტუციის სახით, პრეზიდენტი კი,როგორც ჩანს, გააგრელებს მსგავსი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პროცესს ვერ შეაჩერებს“ – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ინფექციურში კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული  7 პაციენტის ჯანმრთელობა ისევ მძიმედ ფასდება, ერთი პირი კი, რომლის ...