Home » მთავარი » საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასების დოკუმენტს სამოქალაქო სექტორი ვენეციის კომისიას გადაუგზავნის

საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასების დოკუმენტს სამოქალაქო სექტორი ვენეციის კომისიას გადაუგზავნის

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ შეფასებებს სამოქალაქო სექტორი ვენეციის კომისიას, უახლოეს დღეებში გადაუგზავნის. დოკუმენტში შეფასებულია, როგორც კომისიის მუშაობა, ასევე საუბარია მათთვის მიუღებელ მუხლებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე.

სამოქალაქო სექტორი არ ეთანხმება ცვლილებებით განსაზღვრულ პრეზიდენტის არჩევის წესს და კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრებას.

არასამთავრობოთა განცხადებით, დოკუმენტში ასევე დასაბუთებული იქნება, რატომ არ იზიარებენ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ პროექტს.

„ეს პირველ რიგში შეეხება საარჩევნო სისტემას და ამას თან ერთად, ჩვენთვის პრინციპული საკითხია პრეზიდენტის არჩევის წესი, ასევე არის ქორწინების საკითხი და მისი განსაზღვრა კონსტიტუციაში,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

ვენეციის კომისიას გადაეგზავნება ცვლილებებთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ დაიწუნა.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...