Home » მთავარი » საკოორდინაციო საბჭო უზენაეს სასამართლოსთან პერმანენტულ აქციებს გეგმავს

საკოორდინაციო საბჭო უზენაეს სასამართლოსთან პერმანენტულ აქციებს გეგმავს

საკოორდინაციოო საბჭო რ2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციების გამართვა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე დაანონსა. საბჭოს წევრები საზოგადოებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ და ხვალ 11:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს შეტევა დემოკრატიის ფორპოსტზე „რუსთავი2“-ზე , ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური პროცესით ხელში ჩაიგდოს რუსთავი2. შეტევა მიდის არა მარტო რ2-ზე, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, საპატრიარქოზე. ამიტომ ხვალ ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რა პარტიული კუთვნილებაც არ უნდა გვქონდეს, რა იდეოლოგიაზე არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიული პროცესების გარანტორი დღეს არის რუსთავი2. რომ არა რ2 საზოგადოება ვერ გაიგებდა როგორ აფათურებს სახელმწიფო ხელებს საპატრიარქოში, ვერ გაიგებდა იმას თუ როგორ აპირებს წაართვას ქართველ ამომრჩევლებს პრეზიდენტის პოსტი. აქედან გამომდინარე აუცილებელია ყველას ერთად დგომა, აუცილებელია ერთად დავიცვათ ის მონაპოვარი რასაც ქვია სიტყვის თავისუფლება. ჩვენ არ ვაპირებთ შევწყვიტოთ ეს აქციები, ეს აქციები იქნება პერმანენტული და გაგრძელდება მანამდე სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება და სანამ არ იქნება დაცული დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში.“- ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...