Home » მთავარი » საკუთარი მომხრეების სანაგვეზე მოსროლა ,,ოცნებას“ შეიძლება ძვირი დაუჯდეს

საკუთარი მომხრეების სანაგვეზე მოსროლა ,,ოცნებას“ შეიძლება ძვირი დაუჯდეს

ვაჟა ბერიძე

პოლიტოლოგი

აირევი, ივერია!

-“ახალი სახეების წარდგენით ბიძინა ივანიშვილმა ცხადყო, რომ რეალურად აპირებს დისტანცირებას მთავრობიდან და ქართული პოლიტიკიდან. ეს ახალი სახეების ვინაობიდანაც გამომდინარეობს. ისინი ან უნდა იყვნენ მარიონეტები ან დისტანცირდნენ ყოფილი პრემიერისგან. მარიონეტების თეატრში თამაშს ეს პოლიტიკურად უბიოგრაფიო, მაგრამ უცხოეთში განათლებამიღებული და ამბიციური ახალგაზრდები სავარაუდოდ არ დათანხმდებიან, ამიტომ თვითონ ივანიშვილი, ნებსით თუ უნებლიედ, იძულებული აღმოჩნდება დისტანცირება მოახდინოს თავისი პარტიიდან და მთავრობიდან. ამით იგი პირნათელი იქნება დასავლეთის წინაშე, დატოვებს რა მთავრობაში ,,ოცნების“ ახალ სახეებს, პარლამენტში ახალ სახეებს ,,ნაციონალებთან“ და ,,თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად, პრეზიდენტად კი ბევრ საკითხში მათ თანამოაზრე, გიორგი მარგველაშვილს.

   ოღონდ ამ რეალობაში ქართველი ხალხი არ არის წარმოდგენილი, რაც ვითარებას საქართველოში ფეთქებადად საშიშს გახდის.

საკუთარი მომხრეების სანაგვეზე მოსროლა ,,ოცნებას“ შეიძლება ძვირი დაუჯდეს. სამართლიანობამ მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში კი არა ადამიანური ურთიერთობების სფეროშიც უნდა იზეიმოს. მათ ვინც იბრძოლა უსამართლობასთან, მეტი პატივისცემით უნდა მოექცეს ქვეყნის დღევანდელი ლიდერი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...