Home » მთავარი » სალომე ზურაბიშვილის საჩუქარი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას

სალომე ზურაბიშვილის საჩუქარი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას

19 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-2 კორპუსის მესამე სართულზე  საზოგადო მოღვაწისა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის

ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა და  პირად ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოს, პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა.

სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადასცა. ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია, რომელიც დეპუტატმა საქართველოს პარიზიდან გამოატანა,ასობით უნიკალურ გამოცემას, ძველნაბეჭდ წიგნებს – მათ შორის, ჟან შარდენის პირველ გამოცემას, მარი ბროსეს მრავალტომეულს, პარიზის ბალმონტისეულ „ვეფხისტყაოსანს“, მოამბის წლიურ კომპლექტებს და სხვა უნიკალურ გამოცემებს მოიცავს.

19 ივნისს საზოგადო მოღვაწის, ლევან ზურაბიშვილის დაბადებიდან 111 წლისთავი სრულდება.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...