Home » მთავარი » სალომე ზურაბიშვილი: არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას

სალომე ზურაბიშვილი: არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას

არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა განცხადა.

განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება.

“მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით.

ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა”, – აცხადებს პრეზიდენტი.

Facebook Comments
x

Check Also

სალომე ზურაბიშვილი: შეიარაღების კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა, თუმცა, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ძირითადი გახლავთ მონიტორინგი, ვერიფიკაცია

„შეიარაღებიის კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა, თუმცა, რაც ჩვენ ვიცით, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ...