Home » მთავარი » სალომე ჩარკვიანს თავდებში 6 დეპუტატი უდგება

სალომე ჩარკვიანს თავდებში 6 დეპუტატი უდგება

„ცენტრ პოინტ აჭარის“ გაყიდვების მენეჯერის სალომე ჩარკვიანის დაკავებას დეპუტატები ეხმიანებიან და თავდებშიც უდგებიან.

პარლამენტის 6 დუპუტატი სალომე ჩარკვიანს თავდებში უდგება. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ: გია ჟორჟოლიანი, გოგი თოფაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ზურაბ ტყემალაძე, თამაზ ყაჭეიშვილი და ზაზა პაპუაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, ასევე თავდებობის სურვილი გამოთქვა მეუფე გერასიმემაც და შესაბამისი წერილი სასამართლოს წარუდგინა.

სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ უკვე იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნული პირების თავდებობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს, ალტერნატივის სახით კი გირაო 20 ათასი ლარი შესთავაზა.

ცენტრ პოინტის საქმეზე მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი, ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი დააკავა. მათ  თანხების მითვისება-გაფლანგა ედებათ ბრალად.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...