Home » მთავარი » ” სამართლიანი არჩევნები” მონიტორინგს ოფიციალურად იწყებს

” სამართლიანი არჩევნები” მონიტორინგს ოფიციალურად იწყებს

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს ოფიციალურად იწყებს. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა.

“სამართლიანი არჩევნების” დირექტორის თქმით, ამ დროისთვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებები და ბარიერის ზრდა არ არის საკმარისი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამას გარდა, ბოლომდე არ არის მიყვანილი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი სხვა ცვლილებების პროექტები.
“წინასაარჩევნო გარემოს საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკოსებზე ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შანტაჟის მცდელობები და მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
პრესკონფერენციაზე ასევე ხაზი გაესვა მედია გარემოს კუთხით არსებულ პრობლემებს, რაც ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავებს და რამდენიმე თოქ შოუს დახურვას გულისხმობს.
” სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდს 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დააკვირდება და საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდული შუალედური ანგარიშების და განცხადებების მეშვეობით მიაწვდის.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...