Home » მთავარი » „სამართლიანი არჩევნები“ „ცენტრისტების“ წინააღმდეგ

„სამართლიანი არჩევნები“ „ცენტრისტების“ წინააღმდეგ

“სამართლიანი არჩევნები”  დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის გამო ბედუკაძის პარტიას გაუუქმდეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია უნდა გაუუქმდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები საქალაქო სასამართლოს ორი დღის წინანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სამართლიანმა არჩევნებმა პარტიის წინასაარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება ცეესკო-სგან უკვე მოითხოვა.

“შევიტანეთ ცესკო-ში საჩივარი და ვითხოვთ, რომ უკანონო აგიტაციის გამო დაჯარიმდეს აღნიშნული პარტია და შესაბამისად აიკრძალოს ამ ტიპის რეკლამის გავრცელება და ასევე სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, სადაც ვითხოვთ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის გამო ამ პარტიას გაუუქმდეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია,“ – განაცხადა სამართლებრივ საკითხებშისამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა, ნინო ლომჯარიამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ესპანეთში დაინფიცირებულთაგან 9 500 მედპერსონალია

ბოლო მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსით უკვე 4858 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან 750 დაინფიცირებული ბოლო 24 საათში დაიღუპა. ...