Home » მთავარი » სამაშველო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს!

სამაშველო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს!

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ  ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით დაიცვან კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები.

“ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე არსებულ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს. ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს;

არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე;

დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.

თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის შესაბამისი პირობები”-აღნიშნულია განცხადებაში

Facebook Comments
x

Check Also

“ნატოს წევრობის გარდა საქართველოს სხვა უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრემიერ-მინისტრის მიერ ნატოსთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება ...