Home » რეგიონი » სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო დროშებითაა მორთული კულტურის ძეგლები და ადმინისტრაციული შენობები
DCIM100MEDIADJI_0765.JPG

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო დროშებითაა მორთული კულტურის ძეგლები და ადმინისტრაციული შენობები

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სახელმწიფო დროშებითაა მორთული დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე.

 

Facebook Comments
x

Check Also

`ქვეყანა ბუტკა არ არის”, „ქართული ოცნება” ანუ დაუჯერებელი ამბავი“ – „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა. აქტივისტებს  პლაკატები ჰქონდათ წარწერებით: „ქართული ოცნება” დეპრესიაშია”, ...