Home » მთავარი » სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დაიხურა

სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დაიხურა

სამთო-სათხილამურო  კურორტებზე საქართველოს ხელისუფლება ვადაზე ადრე სეზონს აჩერებს.  შეჩერებულია საბაგიროების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუდაურში რამდენიმე დღით ჩასულ ჩეხ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ჩეხმა მოქალაქემ გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა და დაავადების აღმოჩენის შესახებ საქართველოს მხარეს შეატყობინა, ასევე მან ფოტოს სახით გამოგზავნა ის მარშუტები, სადაც ის ქვეყანაში ყოფნის დროს გადაადგილდებოდა. ამ დროისთვის 30 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ. ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ აყვნენ პანიკას, რადგან კორონავირუსი იმ შემთხვევაში გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს დაინფიცირებულთან 15 წუთიანი კონტაქტი და მათი ერთმანეთთან დაშორების მანძილი  ერთ მეტრზე ნაკლებს შეადგენს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება კაფე-ბარებისა და რესტორნების დროებით დახურვის შესახებ.

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...