Home » მთავარი » სამიტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან

სამიტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.

ირაკლი კობახიძემ ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

სამიტის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ახალი ტალღა, საკონსტიტუციო ცვლილებები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა პოლონეთში. მონაწილეობა მივიღეთ სამიტში, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების სპიკერები. გარდა ამისა, სამიტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან. შედგა ორმხრივი შეხვედრებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციების გამყარებას და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – განაცხადა ვიზიტის შეჯამებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...