Home » მთავარი » სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ ტრენერის ასისტენტად იმუშავებს

სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ ტრენერის ასისტენტად იმუშავებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი სამი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტრენერის ასისტენტად დაიწყებს მუშაობას. „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, N11 დაწესებულებაში მყოფმა ახალგაზრდებმა ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგები გაიარეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი -თანადგომა”დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ სამ მათგანს დაასაქმებს. მსჯავრდებულებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია მეხსიერების, წარმოსახვისა და დამახსოვრების უნარების გაუმჯობესება. ტრენინგზე დასწრება ნებაყოფლობითი იყო. არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამი თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი – თანადგომის” ფსიქოლოგები მუშაობდნენ. პროგრამის დასასრულს გ.ხ-მ, გ.მ.-მ და ს.ს-მ კურსის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, სამივე მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტებში ჩაერთვებიან, სწავლებისას ათვისებულ უნარ-ჩვევებს უკვე პრაქტიკაში დახვეწენ და შესაძლებლობა მიეცემათ პროფესიონალ ტრენერებად ჩამოყალიბდნენ.

14716297_1108257625916934_6123365645694649491_n

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პროექტის ხელმძღვანელის შორენა შიუკაშვილის თქმით, „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა” უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

„მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის არის ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიით ტრენინგი, რომლეშიც ჩართული იყო 10 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. სწავლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ ტრენერ-ასისტენტებად მიიწვევენ და ისინი სხვადასხვა სახის პროექტებში ჩაერთვებიან”.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

14732167_1108257655916931_4252657239997533370_n

„დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა და მინდა აღვნიშნო რომ სამი ახალგაზრდა, რომელიც სასჯელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში უმტკივნეულოდ დაუბრუნდება საზოგადოებას და დაუყოვნებლივ დასაქმდება. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას” და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს” – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის შემსწავლელი ტრენინგ კურსი პირველად საქართველოში სწორედ N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განხორციელდა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...