Home » მთავარი » სამნიძე: განხილვის უფლებასაც არ იძლევიან, რაა მიზეზი! სამარცხვინოები!

სამნიძე: განხილვის უფლებასაც არ იძლევიან, რაა მიზეზი! სამარცხვინოები!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს, ინგა მაღრაძეს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.

ინგა მაღრაძე საკრებულოში “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელია.

-“პროცესები პოლიტიკურად მართულია.მე არ ვაპირებ წასვლის შესახებ განაცხადების დაწერას, რადგან, ჩემი კოლგებისგან განსხვავებით სხვა ხედვა მაქვს. თუკი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ამის შედეგასაც მოიმკიან არჩევნებზე” – აცხადებს მაღრაძე.

  სხდომას “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ესწრება.

-„განხილვის უფლებასაც არ იძლევიან, რაა მიზეზი! სამარცხვინოები!“-აცხადებს სამნიძე.

საკრებულოს 35 წევრიდან თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას ხელს 20 დეპუტატი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ მათი იმედი მაღრაძემ არ გაამართლა, რის გამოც ის უნდა გადადგეს.

სხდომას არ ესწრება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხარაგაულში,  მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი კობა ლურსმანაშვილი,რომელიც ამბობს, რომ სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში ტარდება.

საკრებულოს თამვჯდომარის ინგა მაღრაძის განცხადებით, საკრებულოში მიმდინარე პროცესებს სწორედ კობა ლურსმანშვილი ხელმძღვანელობს. გამგებელი კი უარყოფს რაიმე სახით მის მონაწილეობას საკრებულოში მიმდინარე პროცესებში და აცხადებს, რომ უმჯობესია ეს საკითხი უმტკივნეულოდ მოგვარდეს.

გადაყენების შემდეგ თუ ვინ დაიკავებს ინგა მაღრაძის პოსტს საკრებულოში ამას დეპუტატები არ აკონკრეტებენ. თუმცა, განმარტავენ, რომ მომავალი თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან” იქნება.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...