Home » მთავარი » სამომავლოდ განსახორციელებელი ცვლილებები

სამომავლოდ განსახორციელებელი ცვლილებები

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან და მინისტრის მოადგილეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის მომზადდება ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებით და, ასევე, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ავტორიზაციის კუთხით, კომიტეტისა და სამინისტროს ერთობლივი კოორდინაციით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, კომიტეტი რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, რათა მოხდეს სტრატეგიული მიმართულებების უკეთ შეჯერება და მოხდეს განათლებისა და მეცნიერების კუთხით განსახორციელებელ რეფორმებსა თუ საკანონმდებლო ინიციატივებზე დეტალური მსჯელობა.

მსგავს შეხვედრებს კომიტეტი უახლოეს დღეებში კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გეგმავს. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის მომზადება იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურის დაფინანსების საკითხებთან მიმართებაში.

Facebook Comments
x

Check Also

როდის დაბრუნდება საქართველოს ელჩი უკრაინაში….

დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით ...