Home » მთავარი » სამტრედიაში მაგთის ოფისის უპასუხისმგებლო ოპერატორების გამო გალანძღული მთავრობა

სამტრედიაში მაგთის ოფისის უპასუხისმგებლო ოპერატორების გამო გალანძღული მთავრობა

სამტრედიაში მაგთის ოფისთან დილიდან რიგი დადგა, რადგან დღეს შაბათია, ოფისი 10 საათზე იღება, რასაც ტრაფარეტიც მოწმობს

მომხმარებლები უფრო ადრე მივიდნენ იმ იმედით, რომ ოფისის გაღების დროს რიგში პირველები იქნებოდნენ, მაგრამ…

10 საათისთვის ოფისთან უკვე 6 ადამიანი იდგა, ცოტა ხანში კიდევ შეემატნენ მოქალაქეები…

-ჯერ მოსულები არ არიან და როდისღა გააღებენ-წუხდა ერთი კაცი.

-2 წუთი აკლია ათს და გააღებენ, ეტყობა პუნქტუალურად მუშაობენ-უპასუხა გვერდით მდგომაა.

გახდა 10 საათი.

-ნამდვილად ხომ 10 საათზე იღება?-იკითხა რუსი ეროვნების ქალმა.

-წესით კი-უპასუხა კაცმა, რომელიც ცდილობდა ყველას დაენახა, რომ პირველი მივიდა და შესაბამისად რიგშიც პირველი უნდა ყოფილიყო.

გახდა 10:13.

-მეგონა საქართველოში წესრიგი იყო, ეს მერამდენე შემხვევაა გაოცებული ვრჩები-ესეც რუსი ქალის თანმხლებმა გოგომ თქვა-არადა აქეთ რომ მოვდიოდით, ყველანაირი გაგებით ვიცოდი, რომ კანონმორჩილ ქვეყანაში მივდიოდი.

საუბარში ის ორი მამაკაცი ჩაერთო:

-წინა მთავრობის დროს წესრიგი იყო, ახლა ყველა და ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული!

-რა შუაშია მთავრბა ამ კონკრეტულ მომანტში მაინც, ეს ამ ოპერატორების უპასუხისმგებლობაა, მთავრობამ რა იცის, რომ სადღაც სამტრედიაში მაგთის ოფისი ჯერ კიდევ ღია არ არის?-ვკითხე მორიდებით.

-შუაშია, აბა რა, მიშვებულია ყველაფერი, აღარც კანონი კანონობს, აღარც შიშია რამის-საკმაოდ უკმეხად მიპასუხა კაცმა.

-კი, წესრიგი იყო-მითხვა გვერდით მდგომმა ქალბატონმა, რომელიც აღელვებას ვერ მალავდა-უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ.

-შენ რომ მაგას იტყვი-სიცილით უთხრა იმ კაცმა-რას დარბოდი, ნათელა 2012-ში თუ გახსოვს.

-2016-შიც არ დაიკლია მაგას სირბილი-ჩაერია საუბარში მეორე კაცი.

-ხოდა უარესის ღირსი ვარ მეც და ჩემნაირებიც, 2016-შიც რომ ძუნკალი ძაღლივით ვირბინე-ჩაიქნია ხელი ქალბატონმა ნათელამ და გაბრაზებული გაშორდა ოფისს.

ამასობაში ნახევარი საათიც გავიდა. ხელხი ემატებოდა, ოფისი კი არა და არ იღებოდა, სამაგიეროდ პოლიტიკამ ფართოდ გააღო კარები…

-საშველი არ გვაქვს, ეს უბრალო ოპერატორი რომ თავის ჭკუაზე დადის, წარმოიდგინეთ ჩინანი და თანამდებობის სავარძელში ჩასკუპებული რას გვიზაბს!-არ ცხრებოდა ის კაცი, წინა მთავრობის დროს წესრიგს რომ ხედავდა.

-კარგი, კაცო, ჩინიანთან შენ, მე და ჩვენნაირებს ვინ მიგვიშვებს, უბრალო კაცის საშველი არ არის-გამოეპასუხა ახალმოსული მამაკაცი.

-თუ იცით, სხვის პირადობაზე შევძლებთ მომსახურებიც მიღებას?-მკითხა რუსმა ქალმა-ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ, პასპორტები სახლში დავტოვეთ, გოგო შეშინებულია, ამბობენ რუსებს მისდევენო.

-რას ამბობთ, ქალბატონო, ქართველებზე სტუმართმოყვარე ერი სად გინახავთ თქვენ, უბრალო მოქალაქეებს არას ვერჩით, არც რუსეთს, ოღონდ დაგვიბრუნოს რაც წაგგვლიჯა, წაგვართვა! აბა ჩვენ კაციჭამიები კი არ ვართ, მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენს ქვეყანაში რომ შემოვიჭრათ და მავთულხლართები გაგივლოთ!-უთხრა სამი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთმა.

-თქვენ მშვიდად იყავით, ქალბატონებო-მიმართა მეორე ბიჭმა-ჩვენ ვიცით სტუმრის და განსაკუთრებით ქალების პატივისცემა, ეს დასაწვავი ოფისი ოდესმე თუ გაიღო, პირველები თქვენ შებრძანდით.

მერე საუბარში მესამე ბიჭი ჩაერია და ახალგაზრდა გოგონას მიმართა:

-ასე რომ საქართველოში ნუ გეშინია, აი პუტინს კი….

-პუტინი, ის…-ხელი ჩაიქნია რუსმა ქალმა-მალე ყველაფერი შეიცვლება, მე ამის მწამს.

ხალხი ემატებოდა და ემატებოდა, ოფისი არ იღებოდა, რაც მეტი მოქალაქე მოდიოდა მით უფრო იზრდებოდა უკმაყოფილება და მთავრობის ლანძღვა. ბოლოს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და განაცხადა, ესენი დღეს არ მუშაობენო.

-კი, მაგრამ, რატომ? ხომ აწერია, არც განცხადებაა გაკრული-აღშფოთდა ხალხი.

-ერთი შვებულებაშია, ორი ოპერატორი კი მარტო ვერ მუშაობს, არ აღებენ შაბათობითო-თქვა ბიჭმა.

-შეუძლებელია, ეს უკანონობაა-თქვა გოგონამ.

-ვიცი, წალბატონო, წინ ოფისში ვმუშაობ და რომ დავინახე ამდენი ხალხი, იმიტომ გითხარით.

ხომ წარმოგიდგენიათ იქ ვინ რას იტყოდა…

საინტერესოა, ასე თავიანთ ნებაზე მაგთის ოფისის გაღება არ გაღება რომელ ეტიკეტში სჯედა? იმედია მაგთის კომპანია წაიკითხავს ამ წერილს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს!

აი მთავრობა კი იმ წუთში მართლა შემეცოდა-უბრალო ოპერატორების გამოც კი კარგად გამოილანძღა-იქნებ მოთმინების ფიალა ივსება და საზოგადოება დანის პირზე დადის? დასაფიქრებელია!!!

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...