Home » მთავარი » სამტრედიის გამგებელს უმეთვალყურეო ძაღლების ხოცვაში სდებენ ბრალს

სამტრედიის გამგებელს უმეთვალყურეო ძაღლების ხოცვაში სდებენ ბრალს

დავით ცხვარაძე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვალერი ფოცხვერიას ე.წ. მაწანწალა ძაღლების მოსპობაში სდებენ ბრალს.

ინფორმაციას ამის შესახებ სოც ქსელში საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცის წევრი ავრცელებს. თემურ ლაჭყეპიანის განცხადებით, გამგებელს ძაღლებისათვის თავშესაფრის მოწყობას თითოეული მაწანწალა ძაღლის დაჭერაში 22 ლარიდან 25 ლარამდე გადახდა აწყობს.

მისივე თქმით შესაბამისად იგი ძაღლებს ხოცავს და რაიონებში უმოწყალოთ ყრის საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლის თქმით, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მას სამტრედიის გამგებელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე ჰქონდა თუმცა იგი საკრებულოს სხდომათა დარბაზში მისივე განმარტებით დეპუტატებმა და გამგეობის წარმომადგენლებმა სასაცილოთ აიგდეს და მას ” ნაციონალიც ” უწოდეს.

gmtv.ge აღნიშნულთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს ესაუბრა. მისივე განმარტებით, ისინი ცხოველების ყოველგვარი წესის დაცვით “ასამართლებენ”, რაც შეეხება ლაჭყეპიანის მისამართით სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასზედ რომ მას მისივე თქმით ” ნაციონალი” უწოდეს იგი აფსურდულს და ლაჭყეპიანის მიერ მოგონილ ჭორებს უკავშირებს.

ცნობისთვის: სამტრედის გამგებლის კომენტრას თემურ ლაჭყეპიანი უახლოეს მომვალში უპასუხებს, პასუხს საზოგადოებას მივაწვდით.

Facebook Comments
x

Check Also

“არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, ...