Home » მთავარი » სამტრედიის “გარე ბაზრობა”-ეპიდემიის გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემო!

სამტრედიის “გარე ბაზრობა”-ეპიდემიის გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემო!

იმედა გოგავა

საკრებულს ფრაქცია “სამტრედიელი რეფორმატორები” – ს თავმჯდომარე

-სამტრედიაში ზაფხულის დადგომასთან ერთად გეომეტრიული პროგრესიის პრინციპით იზრდება ბაქტერიების და სხვადასხვა ვირუსების გავრცელების შანსი, რომელიც უმთავრესად ანტისანიტარიით და სიბინძურით არის გამოწვეული.

ქალაქის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე მოქმედი ე.წ. “გარე ბაზრობა” სამართლიანად ითვლება ყველაზე დაბინძურებულ და ეპიდემიის გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემოდ.

პრობლემა, რომელიც სათავეს ათეული წლის წინ იღებს აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. კერძოდ, შუა ქუჩაში, ნაგვის ბუნკერებთან, ზოგჯერ ბუნკერებშიც, წყალსა და ტალახში, სიცხესა და სიცივეში, დილიდან – საღამომდე იყიდება ყველაფერი: – ყველი და კვერცხით დაწყებული, ძეხვით და ხორცით დამთავრებული. ყველაფერ ამ უპასუხისმგებლობას, უყურადღებობას, უგულობას, უნამუსობას, უკულტურობას და რაც მთავარია უკანონობას უკვე რამდენჯერმე მოჰყვა სავალალო შედეგი, რაზეც პასუხისმგებლობის აღება არავის მოსვლია აზრად.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ მედლის ცალი მხარეა, რომლის მეორე მხარეს დგას ადგილობრივი ხელისუფლება თავისი ვალდებულებებით, პასუხისმგებლობით, კომპეტენციით, საქმისადმი დამოკიდებულებით და თანამოქალაქეების მიმართ ელემენტარული პატივისცემით. ხელისუფლება, რომელიც აღიარებს პრობლემას და რომელმაც დღემდე ვერაფერი მოუხერხა მას, ვერ გადადგა ვერცერთი ქმედითი ნაბიჯი, ვერ მოახერხა კონკრეტული გემის შემუშავება და ასე ბედის ანაბარად მიუშვა მოვლენები. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში “გარე ბაზრობიდან” არც ერთი თეთრი არ შესულა ბიუჯეტში, ეს კი მინიმუმ გადასახადების დაფარვა, მაქსიმუმ კი ბიუჯეტის მიზანმიმართული ძარცვაა, რომელიც ხელისუფლების უსუსურობასა და მის გულგრილობაზე მეტყველებს…

სტატუსუს ნახვის შემდეგ, იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა ეს ახალი ფოტოები და აიკრძალა თუ არა გარე ვაჭრობა სამტრედიაში, ჩვენ იმედა გოგავას დავუკავშირდით.

-დიახ, ჩვენი გარე ბაზრის ფოტოებია, რამდენჯერმე დავაყენე საკითხი საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ არც არაფერი… რაც შეეხება გარე ვაჭრობას, სამტრედიაში დღემდე არ არის აკრძალული”-გვითხრა გოგავამ.

Facebook Comments
x

Check Also

დავით ღვინიანიძის საქველმოქმედო ფონდი გზას უკვალავს ტალანტებს

ნიუი ორკში გუშინ დიდი საერთაშორისო კონკურსი დასრულდა . 150 მე მეტი მონაწილე ბოსტონიდან , ფილადელფიიდან ...