Home » ბლოგი » სამყაროს პირველი “ჰაკერი”, აღსარება და ნობელის პრემია…

სამყაროს პირველი “ჰაკერი”, აღსარება და ნობელის პრემია…

სიახლეები და ისტორიები ქიბერ სამყაროდან

ბლოგი

ერმილე ნემსაძე

”ვინ იყო პირველი ჰაკერი.”

მოგესალმებით, მეგობრებო. ალბათ ყველას გაინტერესებთ, ვინ იყო სამყაროს პირველი “ჰაკერი”.

ეს პიროვნება იყო ინგლისელი იულუზიონისტი – ჯონ ნევილ მასკელაინი,(John Nevil Maskelyne) რომელიც ასევე გახლდათ გამომგონებელი და კარგად ერკვეოდა ტექნიკაში.

ეს შემთხვევა ჯერ კიდევ შორეულ 1903 წელს მოხდა.

მართალია, იმ დროისთვის არ არსებობდა კომპიუტერი და ინტერნეტი მაგრამ არსებობდა საკაბელო ტელეგრაფი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ოკეანის გაღმა კავშირის დამყარება ბრიტანეთსა და ა.შ.შ. შორის.
1903 წელს მასკელაინის მსხვერპლი გახდა ცნობილი იტალიელი მეცნიერი და ბიზნესმენი- გულელმო მარკიზ მაკრონი (Guglielmo Marchese Marconi).

1903 წელს მაკრონი ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტში ახდენდა მისი შექმნილი პროდუქტის, უკაბელო ტელეგრაფის, პრეზენტაციას. რომელიც მორზეს ანბანის საშუალებით ინფორმაციის მიღება-გადაცემას ახდენდა ატლანტიკის ოკენის გაღმა. კონკურენტმა ფირმებმა, რომლებიც საკაბელო ტელეგრაფის ტექნოლოგიებს აწარმოებდნენ დაიქირავეს მასკელაინი, რათა პრეზენტაციაზე მოეხდინა ისეთი ფაქტის ინსცენირება, რაც უკაბელო ტელეგრაფის დისკრედიტაციას გამოიწვევდა.

მასკელაინიმ დავალებას წარმატებით გაართვა თავი. შენობასთან ახლოს დამონტაჟებული ანტენის მეშვეობით რადიო სიხშირე გადაიჭირა და საპასუხო ნოტა უკან შემდეგი ტექსტით დაუბრუნა : “სისულელე, სისულელე, სისულელე, ერთმა იტალიელმა ყველა მოგატყუათ…”

ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მოჰყვებოდა ამ პასუხს დარბაზში.

ძალიან მალე მომხდარი ინციდენტის შესახებ თავად ჰაკერმა აღიარა ჟურნლ “თაიმსთან” ინტერვიუში.
მან დეტალურად ახსნა, როგორ გააკეთა ეს ყველაფერი და რომ ამ ყველაფერს ცნობილი სატელეგრაფო ფირმა “აღმოსავლეთის სატელეგრაფო კომპანია ” აფინანსებდა.

დასასრულს კი აღსანიშნავია რომ იტალიელმა გულელმო მარკიზ მაკრონიმ (Guglielmo Marchese Marconi) ამ ტექნოლოგის გამოგონებისთვის 1909 წელს ნობელის პრემია მიიღო.

ხვალ 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშიშ იარაღზე – ქიბერ იარაღზე და უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ.

კიდევ ბევრ საინტერესოს ნახავთ თუ გადახვალთ

ლინკზე

https://www.facebook.com/itexpress.ge/photos/a.869350603135532.1073741828.863609463709646/1575174562553129/?type=3

Facebook Comments
x

Check Also

აფრიკის მხოლოდ სამ ქვეყანაში არ დადასტურებულა “კოვიდ 19”

აფრიკის კონტინენტზე კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 075-მდე ს გაიზარდა, დაიღუპა 487 ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე ...