Home » მთავარი » “სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს! – ეს არის სახალხო აქცია”

“სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს! – ეს არის სახალხო აქცია”

‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც დაანონსდა ‘’სახალხო კამპანია’’ ლოზუნგით – სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს. ეს არ არის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ აქცია, ეს არის სახალხო აქცია, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

‘’,,თავისუფალი დემოკრატები’’ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ. ეს იქნება ,,სახალხო კამპანია“ , რომელიც საქართველოს ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ქუჩას და ოჯახს შეეხება. ეს არ არის თავისუფალი დემოკრატების აქცია, ეს არის სახალხო აქცია. სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს და ეს მნიშვნელოვანია! ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

დღეიდან თავისუფალი დემოკრატების რაიონულ თუ საქალაქო ყველა ოფისში თქვენ შეგეძლებათ მიხვიდეთ და ხელი მოაწეროთ პეტიციას, ამასთანავე პარტიის ლიდერები ვიწყებთ ქუჩის კამპანიას – ,,თავისუფლება ჯარისკაცებს”. ჩვენ მივალთ თითეულ მოქალაქემდე…. საქართველოს ასიათასობით მოქალაქე მოაწერს ხელს პეტიციას. ასევე, დღეს წარმოგიდგენთ ელექტრონულ პეტიციას, რომლის შევსება ნებისმიერ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იმყოფება საქართველოში, ხელი მოაწეროს ჯარისკაცების თავისუფლების აქტს და თავისი წვლილი შეიტანოს სამხედროების გათავისუფლებაში.

მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პეტიციაზე ხელის მოწერის შესაძლებლობა ექნება ჩვენი ქვეყნის ყველა იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც ქვეყნის სამსახური არ ისჯება. ,,თავისუფალი დემოკრატები’’ პრეზიდენტს გადაუგზავნით ხელმოწერილ პეტიციას, რათა მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და ე.წ. კაბელების საქმეზე უკანონოდ დაკავებული პატიმრები შეიწყალოს.

,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ,,სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება’’, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

13445246_1209693589054381_7244141766855066984_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“…ღირებულებები, რომლებსაც მავთულხლართები ვერასდროს შემოსაზღვრავს…”

ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ ...