Home » მთავარი » სამძიმარი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს

სამძიმარი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს

,თავისუფალი დემოკრატები“ სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

,,თავისუფალი დემოკრატები“ გულითადად ვუსამძიმრებთ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს და ახლობლებს. დაშავებულ 36 ჯარისკაცს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თითოეული მათგანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია საქართველოს მშვიდობიანი მომავლის გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ,,თავისუფალი დემოკრატები“ ავრცელებენ.

შეგახსენებთ: დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ,,კამაზის” მარკის სამხედრო ავტომობილი ამობრუნდა. ავტომობილში 20-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 10-მდე სამხედრო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქარტველოს პრეზიდენტმა, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...