Home » მთავარი » “სამწუხაროდ, ვადაასტურებ, რომ დაიღუპა 12 ადამიანი”

“სამწუხაროდ, ვადაასტურებ, რომ დაიღუპა 12 ადამიანი”

“სამწუხაროდ, ვადაასტურებ, რომ დაიღუპა 12 ადამიანი”, – განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა და არ გამორიცხა, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხანძარი ლონდონის დასავლეთით, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში ღამით გაჩნდა. თავდაპირველად ითქვა, რომ დაიღუპა 6 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეხანძრეთა ცნობით, ინციდენტისგან სავარაუდოდ 120 ოჯახი დაზარალდა. სახლის ევაკუირებული მცხოვრებლები, უახლოეს საზოგადოებრივ ცენტრებშ, მეჩეთებში და ეკლესიებში განათავსეს.

პოლიციის ცნობით, ადგილზე სპეციალური სამსახურების მუშაობა სულ ცოტა 24 საათს კიდევ გაგრძელდება, ხოლო ხანრის მიზეზის დადგენას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება.

Facebook Comments
x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...