Home » თქვენი სათქმელი » “სამწუხაროდ, მომავალ თაობას არ ასწავლიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების ისტორიას!”

“სამწუხაროდ, მომავალ თაობას არ ასწავლიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების ისტორიას!”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი ლილუაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი

-მერაბ კოსტავას მკვლელობიდან 28 წელი გავიდა.

სამწუხაროა როდესაც მომავალ თაობას არ ასწავლიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების ისტორიას.

მერაბ კოსტავას საფლავზე ავედით რათა პატივი მიგვეგო მისი ხსოვნისადმი, გაგვიხარდა როდესაც ამდენი ბავშვი დავინახეთ ეროვნული გმირის საფლავთან, ჯერ იაკობ გოგებაშვილს მიაგეს პატივი მათ პედაგოგი უხსნიდა იაკობ გოგებაშვილის უსაზღვრო ღვაწლს საქარველოს წინაშე, ისიც კი დასძინა იაკობ გოგებაშვილმა მარტო ქართველებისათვის კი არ შექმნა დედა ენა არამედ საქართველოში მაცხოვრებელ სხვა ერებსაც შეუქმნა სასწავლო ლიტერატურაო, ნამდვილად გაგვიხარდა ღირსეული თაობა გვეზრდება ეროვნული სულის მატარებელი, სამშობლოს სიყვარულით აღსავსე. თუმცა ეს ილუზია უეცრად გაქრა როდესაც
ჩვენი გაოცება და გულის ტკენა გამოიწვია არა მთაწმინდის პანთეონში მობრძანებულმა ჩვენმა პატარა ანგელოზებმა, არამედ მათი პედაგოგის დამოკიდებულებამ, როდესაც დაასრულეს იაკობ გოგებაშვილთან დაკავშირებული ლექსებისა და ისტორიების მოთხრობა, ვიფიქრეთ მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირის საფლავისკენაც შემობრუნდებოდნენ და სულ მცირედს მის შესახებაც მოუთხრობდა აღმზრდელი, ცოტას ჩვენც შევეშველებოდით მერაბისა და ზვიადის თანამებრძოლები და მომავალ თაობას მათი ბედნიერებისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ეროვნულ გმირებს გავაცნობდით.

სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ქვეყნის განათლების სამინისტროში მოკლათებულია ადამიანები, ვინც ცდილობს ქართული ეროვნული სულისკვეთების ჩაკვლასა და ეროვნული გმირების მომავალი თაობისათვის მივიწყებას. ამიტომაა დღემდე საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში და სახელმძღვანელოებში არაა შეტანილი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირები, არ ისწავლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირების საგმირო საქმეები, მომავალი თაობა არ იზრდება ეროვნული ღირებულებებითა და ეროვნული თვითშეგნებით, არადა სულ მცირე ზურგით მდგომებს შემობრუნება ჭირდებოდათ ბუმბერაზი ქართველი ეროვნული მოღვაწის მერაბ კოსტავას საფლავისაკენ, მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...