Home » მთავარი » სამწუხაროდ, მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის

სამწუხაროდ, მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ბართლომეოს I-ს სამძიმრის წერილს უგზავნის:

-„მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I,

კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს

და მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,

დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ცნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

ყველა შეძრა მომხდარმა, მათ შორის საქართველოს მოსახლეობაც. ტერორისტებს და ტერორიზმს არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ აქვს, იგი უსახოა.

სამწუხაროდ, მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

29 ივნისი, 2016 წელი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში უკვე 208 დაინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით უკვე 208 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 ადამიანია გარდაცვლილი,  46 კი  უკვე გამოჯანმრთელდა. ეს ...