Home » მთავარი » სანამ სახლიდან გახვალთ – ამინდი საქართველოში

სანამ სახლიდან გახვალთ – ამინდი საქართველოში

6 – 11 ივნისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

6 ივნისს მაღალი ტემპერატური ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსი იქნება. 7 – 11 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 7 – 9 ივნისს დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 10 -11 ივნისს 2 – 4 გრადუსით დაიკლებს.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...