Home » მთავარი » „საოცნებო სამშაბათი“ იტალიის სასტუმროში ზვავმა ტრაგედიით დაასრულა (ვიდეო)

„საოცნებო სამშაბათი“ იტალიის სასტუმროში ზვავმა ტრაგედიით დაასრულა (ვიდეო)

18 იანვარს, საღამოს ზვავმა დაფარა იტალიის ცენტრში სასტუმრო, რომელშიც 30 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ტელეფონები მიუწვდომელია, მაშველები შემთხვევის ადგილას მალევე მივიდნენ, მაგრამ სამაშველო ოპერაციის დაწყება მხოლოდ ამ დილით მოხერხდა. ამ დროისთვის მაშველებმა ორი ადამიანი ამოიყვანეს ზვავიდან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არარ ემუქრება, ნაპოვნია ერთი გვამიც.

ზვავის ჩამოწოლას წინ უძღვოდა 5 ბალიანი მიწისძვრა, შემდეგ 80 ბიძგი დაფიქსირდა. სასტუმრო Rigopiano di Farindola 70-იან წლებშია აშენებული და საკმაოდ მყარია, ამიტომ მიწისძვრის შედეგად არ დაზიანებულა.

ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, სასტუმროს თანამშრომლებმა ტვიტერში დაწერეს-„საოცნებო სამშაბათი Rigopiano-ში…თოვლმა საშუალება მოგვცა უნიკალური სილამაზე ვიხილოთ და დავტკბეთ“.

ზვავის ჩამოწოლის დროს სასტუმრო 22 მობინადრე და 8 თანამშრომელი იმყოფებოდა.მათ შორის 2 ბავშვია-6 და 8 წლის.

თვითმხილველი ჯამპაოლო პარეტე:

-ზვავის ჩამოწოლის მომენტში მე და ფაბიო სალცეტა ეზოში ვიყავით, მანქანაში ჩავჯექი, რაღაც უნდა ამეღო, კარები დავხურე და ზვავიც მოულოდნელად ჩამოწვა. სასტუმროში ჩემი ცოლი და 2 შვილი იყვნენ“.

ერთ-ერთმა მათგანმა სამაშველოში დარეკა, მაგრამ ხუმრობად ჩაუთვალეს, მერე WhatsApp-ზე დაწერეს-„გვიშველეთ, სიცივისგან ვიხოცებით“. ამ დროს უკვე ტვიტერზეც გაჩნდა ინფორმაციები, წერდნენ, რომ ზვავის ქვეშ ადამიანები არიან ჩარჩენილი.

სამაშველომაც მიიღო ინფორმაცია ზვავის ჩამოწოლაზე და ბრიგადები ადგილზე გავიდნენ.

მაშველები ვერტალიოტით ჩამოსხეს, ისინი მთელი ღამე წმინდავდნენ თოვლის ნამქერისგან შექმნილ 2 მეტრიან კედელს, რასაც აძნელებდა ქვები, რომელიც ნამქერმა მოყარა.

ზვავი ისეთი სიძლიერის იყო, რომ თავად შენობა 10 მეტრით გადაიტანა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებს ართულებს სასტუმროს ირგვლივ 5 მეტრის თოვლი და ჩახერგილი ხეები. სეისმოლოგები მაშველებს განმეორებითი ზვავის საშიშროებაზე აფრთხილებენ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...