Home » მთავარი » საპარლამენტო მანდატი პრივილეგიებისთვის არ გვჭირდება არც მანქანა მოგვემსახურება და არც ცხოვრების მოწყობაზე ვიზრუნებთ,  მეც და ლევანიც ფეხით ვივლით – ალეკო ელისაშვილი

საპარლამენტო მანდატი პრივილეგიებისთვის არ გვჭირდება არც მანქანა მოგვემსახურება და არც ცხოვრების მოწყობაზე ვიზრუნებთ,  მეც და ლევანიც ფეხით ვივლით – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“  ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების საკითხი  „მოქალაქეებისთვისაც“ პრინციპული საკითხია და შეთანხმებას ხელს ვერ მოაწერენ.

„თუ ის ადამიანები ციხეში დარჩებიან, პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმებას ხელს ვერ მოვაწერთ, არ ვიცი რა ფორმით, როგორ მოხდება, მაგრამ ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია

მე დამრჩა განცდა, რომ  ამ ადამიანების დონეზე  ეს საკითხი არ წყდება, უფრო ზემდგომების გადასაწყვეტი მგონია,“ – აღნიშნა ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანდატი პრივილეგიებისთვის არ სჭირდება.

„თუ „ქართულ ოცნებასთან“ შეთახნმებას მივაღწევთ და პარლამენტში შევალთ, მე და ლევან იოსელიანი ორი კაცი კი არა, გაცილებით მეტის გასაკეთებელს გავაკეთებთ. საპარლამენტო მანდატი პრივილეგიებისთვის არ მჭირდება, ყველა დაინახავს ამას, არც მანქანა მომემსახურება და არც ცხოვრების მოწყობაზე ვიზურებთ, მეც და ლევანიც ფეხით ვივლით. ჩვენ ხალხის სამსახურში ვიქნებით. მანდატი გვჭირდება იმისთვის, რომ ხალხს პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

x

Check Also

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. მათ პროკურატურას თანხმობა მისცეს, რომ ნიკა ...