Home » ბლოგი » “საპატრიარქოს მენეჯმენტმა პასუხი უნდა აგოს შემდეგ გარემოებათა გამო…”

“საპატრიარქოს მენეჯმენტმა პასუხი უნდა აგოს შემდეგ გარემოებათა გამო…”

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

-საპატრიარქოს მენეჯმენტმა პასუხი უნდა აგოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1) არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური “სპეციალისტების” ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დანიშვნის გამო;
2) ფსიქო-პათოლოგიურად შეშლილი და შეურაცხადი ფსევდოინტელექტუალის – პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის აღზევებისა და სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში რექტორის პოზიციაზე დადგინების გამო (რომელმაც აღნიშნული სასწავლებლის წიაღში დაამკვიდრა აბსოლუტურად ანტიადამიანური წესრიგი, იდეოლოგიზირებული აზროვნება, მონური კონფორმიზმი, დექრისტოცენტრული სულიერება, ბიუროკრატიული სისტემა და ყაზარმულ რეჟიმზე აიყვანა სტუდენტობა);
3) სახარებისეული სწავლების – ეთნოფილეტიზმით, შოვინისტური ნაციონალიზმით, მესიანიზმით, ქსენოფობიითა და მჟავე პატრიოტიზმით ჩანაცვლების გამო;
4) კოლოსალური სახელმწიფო სუბსიდიების, ფინანსებისა და დოტაციების არამიზნობრივი, კარტელურ-კორუფციული და მერკანტილური ინტერესებისათვის გამოყენების გამო;
5) იერარქიაში (ეპისკოპატი და სამღვდელო დასი) ზნეობრივი დაცემების (მრუშობა, მამათმავლობა, ნარკომანია) იგნორირებისათვის, მეტადრე ჰომოსექსუალური ჯგუფის ლობირებისა და ხელშეუხებლობის გამო;
6) ჭეშმარიტი თეოლოგიის – წარმართული სწავლებებით, ანიმიზმით, “ხალხური ღვთისმეტყველებით”, ფანატიზმით, ოკულტიზმით, გნოსეომაქიითა და მაგიზმით ჩანაცვლების გამო;
7) ერუდირებული, განათლებული და მცოდნე ადამიანების დევნის, მარგინალიზების, სტიგმატიზირების, სეგრეგაციისა და დისკრედიტაციის გამო;
სასულიერო პირად კურთხევისათვის არანაირი სულიერი კრიტერიუმების, მორალური სტანდარტებისა და ინტელექტუალური პარამეტრების არარსებობის გამო;
9) წლების მანძილზე მკვეთრად გამოხატული რუსოფილური ნარატივისა და კრემლისტური პროპაგანდის გამო;
10) და-ეკლესიებთან პრაქტიკული და ფაქტობრივი გათიშულობის, იზოლაციონიზმისა და დისტანცირების გამო;
11) ე.წ. “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” ლობირებისა და მათი სახით ექსტრემიზმის, ფუნდამენტალიზმისა და ძალადობის მფარველობის გამო;
12) უცხოეთში სასწავლებლად წასულ ნიჭიერ სტუდენტებზე ცილისწამებისათვის და მშობლიურ ეკლესიაში მათი პოტენციალის სარეალიზაციოდ არანაირი პირობების არშექმნის გამო;
13) კლერიკალიზმის, პოლიტიკანობისა და საკუთარი მოწოდებისათვის შეუფერებელი აქტიურობის გამო;
14) ფუფუნების, კომფორტის, განცხრომის, საპატრიარქოს რეზიდენციის ერმიტაჟად გადაქცევისა და იმ სოციალური დიფერენციაციის გამო, რაც იერარქიასა და მრევლს შორის არსებობს;
15) რეალობასთან მიმართებით მუდმივი ფარისევლობის, სირაქლემას პოზაში დგომისა და თვალთმაქცობის გამო;
16) წესიერი, წიგნიერი და პატიოსანი სასულიერო პირების ჩაგვრის, გარიყვის, დაუფასებლობისა და აბუჩად აგდების გამო;
17) სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მეხოტბე და ხელშემწყობი სასულიერო პირების დაუსჯელობის გამო!
P.S. სამწუხაროდ, კიდევ ბევრი რაღაცის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ აქ ჩამოვთვალე ის საკითხები, რომლებიც ყველაზე უფრო მწვავედ დგას დღის წესრიგში და რომელთა მოგვარებაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამინ

Facebook Comments
x

Check Also

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა – ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის ...