Home » ბლოგი » საპატრიარქოს მხრიდან სახეზეა ყრუ დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინირების სიმპტომები

საპატრიარქოს მხრიდან სახეზეა ყრუ დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინირების სიმპტომები

ბლოგი

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი

საეკლესიო იერარქიაში ძალიან ბევრი შეგზავნილ-შეპარული პედოფილი, მამათმავალი და ჰედონისტია, რომელნიც კვლავინდებურად ურცხვად აგრძელებენ თავიანთ უხამს ყოფაქცევას. ამ ყოველივეზე კი საქართველოს საპატრიარქო ჩვეულებრივ შემთხვევაში ჩუმადაა, თუკი გამჟღავნდა რაიმე – გაურკვეველ გზავნილებს აცხადებს, ხოლო მაქსიმუმ – რამდენიმე თვით “სჯის” გარყვნილებაში მხილებულთ. ეს დაუსჯელობის სინდრომი უკვე ათეულობით წლებია რაც ურცხვად გრძელდება და არავინაა მომკითხავი. საზოგადოებას თანდათან უჩნდება აბსოლუტურად ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვები საეკლესიო ადმინისტრაციის მიმართ, რაც გარკვეული დროის შემდეგ კიდევ უფრო პრინციპულად დასმული თუ მწვავე გახდება და სულიერი დავა გადაინაცვლებს იურიდიულ სივრცეში, რაც აუცილებლად გულისხმობს დანაშაულში მხილებულ პირთა სისხლის სამართლებრივ დევნას!

საპატრიარქოს მხრიდან სახეზეა ყრუ დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინირების სიმპტომები. სამივე მიმართულება ეკლესიის სისტემის მნიშვნელოვან გარანტად ითვლება და ვინც მას დაარღვევს უმაკცრესად ისჯება. სხვა შემთხვევაში სასულიერო პირმა რაც არ უნდა აკეთოს (კორუფცია, მრუშობა, ნარკომანია და ზემოთ ხსენებული პერვერსიები) მას არავინ არ ეხება და არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება მის მიმართ.

მრევლის უმრავლესობა თავს იტყუებს და არ სურს გამოსასწორებელი პრობლემების სიმძიმისა და სიმართლის ობიექტური გააზრება. ეს იმიტომ ხდება, რომ მორწმუნე ადამიანები ხშირად გავურბივართ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და ვერ ვაცნობიერებთ ნაკისრ ვალდებულებებს.

მე ვგმობ და ვემიჯნები ამ უზნეობის ტალღას, ბინძურ პოლიტიკასა და სოდომისტურ ტრენდს! რასაკვირველია, მაინც ვრჩები, ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვამდე დედა-ეკლესიის წიაღში (ღმერთმა ნუ განმაშოროს მას) და ვეყუჟები იმ მორალურ, პატიოსან, წესიერ და განათლებულ სამღვდელო პირთა წრეს, რომელიც იცავს საკუთარ სიწმინდეს, ლოცულობს გულმხურვალედ პრობლემათა დაძლევის გზაზე და არ არის ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას პოზიციაში.

შემირცხვენია კეკლუცი და მატრაკვეცა სენტიმენტალისტების “ნიანგის ცრემლები” უტიფარი და აღვირახსნილი სასულიერო პირების ადვოკატობისას რომ სცვივათ ხოლმე გაშტერებული თვალებიდან!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გედევან ფოფხაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ...