Home » კრიმინალი » საპატრიარქო არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტებს ეხმაურება

საპატრიარქო არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტებს ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო სამი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოზარდებთან შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება და მათი ჩართვა სხვადასხვა წრეებში.

“ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა.

აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა.

აუცილებელია ქუჩაში უკონტროლოდ მყოფი მოზარდების პრობლემის მოგვარება და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენეს 17 წლის ბიჭს, რაც მოზარდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინის მოქმედება ამოუწურავი და გამაოგნებელია!..

დამსახურებული ფარმაცევტი, შპს „კრწანისის“ დირექტორი ვაჟა გელბახიანი როგორც პაციენტებს, ასევე საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის, საპატრიარქოს ...