Home » მთავარი » საპატრიარქო პროტესტს გამოთქვამს აზერბაიჯანში მდებარე ქართული ტაძრების მიმართ უდიერად მოპყრობის გამო

საპატრიარქო პროტესტს გამოთქვამს აზერბაიჯანში მდებარე ქართული ტაძრების მიმართ უდიერად მოპყრობის გამო

საქართველოს საპატრიარქო პროტესტს გამოთქვამს აზერბაიჯანში მდებარე ქართული ტაძრების მიმართ უდიერად მოპყრობის გამო და აზერბაიჯანის სულიერ ლიდერებს ფაქტებში გარკვევასა და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია “arb“-ის ეთერში გავიდა გადაცემა “ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით “ასრულებს“ შუბერტის “ავე მარიას“.

სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია “atv“-მ მკრეხელური შინაარსის კლიპი სწორედ აქ გადაიღო.

ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია, როგორც მართმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში.

ახლახან ინტერნეტ სივრცეში დაიდო ინფორმაცია იმის შესახებაც, როგორი დაუცველი და შეურაცხყოფილია ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც.

მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, – მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.

ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება“ – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

რუსეთზე, თურქეთზე და აქციის ორგანიზატორ ახალგაზრდებზე (ბრიფინგი)

ბრიფინგის დრო ნოდარ ნათაძე -რუსეთი ჩვენი მტერია; -რუსეთი თურქეთს მომაკვდინებელ იარაღს აძლევს; -რუსთაველზე მიმდინარე აქციის ...