Home » მთავარი » 8-6 წელი-სასამართლომ ბრალდებულები ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო

8-6 წელი-სასამართლომ ბრალდებულები ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის ლევან როსტოშვილი და ნარკოტიკული საშუალების  დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლევან როსტოშვილმა და ლაშა კურტანიძე   გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში  უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს  43,0381 გრამი  ნარკოტიკულ საშუალება მდმა  (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი).

2016 წლის 5 მაისს  სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში ვაჟა–ფშაველას გამზირის   მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნენ ლევან როსტოშვილ და ლაშა კურტანიძე. ლევან როსტოშვილისვტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 42,9524 გრამი ნარკოტიკულ საშუალება მდმა ფხვნილის, კრისტალების და 136 აბის სახით. ხოლო ლაშა კურტანიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას  ამოღებული იქნა  დიდი ოდენობით 0,0857 გრამი ნარკოტიკულ საშუალება მდმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან როსტოშვილი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით სასამართლომ  ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო  260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების  დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლევან როსტოშვილ და ლაშა კურტანიძე პატიმრობაში სასამართლო დარბაზიდან იქნენ აყვანილი.

Facebook Comments
x

Check Also

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. გუშინ, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ...