Home » მთავარი » სასამართლომ საზმაუს ეკა მიშველაძისთვის კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ საზმაუს ეკა მიშველაძისთვის კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

როგორც საზოგადოებას ახსოვს, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, რის შემდგომაც, ჟურნალისტმა სასამართლოს მიმართა. დღეს კი საქალაქო სასამართლომ მიშველაძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის ასმათ კოხრეიძის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი სსმ-ის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა ეკა მიშველაძისთვის კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ – სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის გადახდა. მოსარჩელე მხარის დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება მაუწყებლის იურისტის და ამბობს, რომ  მოსარჩელეს არ გააჩნდა არგუმენტები, რომ მისი გათავისუფლება კანონის ფარგლებში არ მომხდარა.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...