Home » მთავარი » სასამართლო პროცესი თეონა ჭალიძის გამარჯვებით დასრულდა

სასამართლო პროცესი თეონა ჭალიძის გამარჯვებით დასრულდა

დასრულდა 2014 წელს  ნავთლუღის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან გათავისუფლებული თეონა ჭალიძის სასამართლო პროცესი ისნის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ. მოსამართლე ანა ჩხეტიამ თეონა ჭალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ჩვენ თეონა ჭალიძეს დავუკავშირდით.

-„პროცესი ჩემი გამარჯვებით დასრულდა, დადასტურდა, რომ უკანონოდ გამათავისუფლეს 2014 წლის ოქტომბერში სამსახურიდან, კერძოდ ნავთლუღის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან. დადასტურდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს. მადლობა ჩემს ადვოკატს ანზორ ხატიაშვილს – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლს” და ჩემს გულშემატკივრებს .

მოვუწოდებ ისნის რაიონის გამგებელს, ვახტანგ ქიზიყურაშვილს, რომ მოიქცეს კანონის შესაბამისად და დეკემბრის ბოლოს აღმადგინოს, შემიქმნას ნორმალური პირობები რომ საშუალება მომეცეს შევასრულო ჩემთვის, როგორც საჯარო მოხელისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობები. ვიმედოვნებ გამგებელი გამოიჩენს კეთილგონიერებას და იგივე შეცდომებს არ დაუშვებს რაც ორი წლის წინ დაუშვეს.

მზად ვარ ნავთლუღის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან გავაგრძელო ზრუნვა მოქალაქეებზე“-გვითხრა თეონა ჭალიძემ.

15380424_1278398485514882_9063328534500129562_n15267903_1278399005514830_8378787901673129058_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...