Home » მთავარი » სასამართლო პროცესი ვახტანგ რჩეულიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა

სასამართლო პროცესი ვახტანგ რჩეულიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქალაქო სასამართლოში „ცენტრ-პოინტის“ საქმის განხილვის დროს   პროცესი პროტესტის ნიშნად ვახტანგ რჩეულიშვილმა დატოვა. მისი თქმით, ის ვერ უყურებს  დაპატიმრებულ უდანაშაულო მეუღლეს.

„ვერ ვუყურებ, რომ მაია დაპატიმრებულია, რადგან აბსოლუტურად უდანაშაულოა. თან, მზარავს ის ფაქტი, რომ დაპატიმრებულია „თეთრ მაგნოლიაზე“, რომელიც უკვე აშენებულია. კი ბატონო, ხარვეზები არის, რომელ შენობას არ აქვს ხარვეზები, მაგრამ რაღა დავამთავრო, რისთვის დავამთავრო დარჩენილი მშენებლობა. იმათ დაამთავრონ, პროკურატურამ. მე რისთვის დავამთავრო, თუ მაინც მაგნოლიის დონეზე ჩავაბარებ, რომ იცხოვრა ორი წელი ხალხმა, მერე შეიძლება დაიჭირონ. ამიტომ, მე ვამბობ ძალიან მარტივად, უნდათ მაიას დაჭერა – დაიჭირონ, უნდათ მოკლან – მოკლან. მაინც ვერაფერს გვიზამენ, ღმერთი არის მაღალი“ – განაცხადა რჩეულიშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მეტრეველი კუხიანიძისთვის დეპუტატის უფლება-მოსილების შეჩერაბას ითხოვს

ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქით გავრცელებულ სტატუსს http://www.gmtv.ge/68691-2/ “ლეიბორისტული პარტიის” ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი ეხმიანება და მისთვის ...