Home » მთავარი » სასამართლო სისტემის რეფორმის განხილვას პარლამენტი მომდევნო სესიაზე მიუბრუნდება

სასამართლო სისტემის რეფორმის განხილვას პარლამენტი მომდევნო სესიაზე მიუბრუნდება

სასამართლო სისტემის რეფორმის .. „მესამე ტალღისკანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომდევნო სესიაზე მიუბრუნდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვეტო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ კანონპროექტს გასულ კვირას დაადო, ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობაში მსჯელობა უკვე გაიმართა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, თავისთავად, მე ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი, ეს შემიძლია, ახლავე ვთქვა. რეალურად, ეს იყო უპრეცენდენტო რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ და ადგილი ჰქონდა ამ უპრეცენდენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების გარკვეულ მცდელობას, რაც ნამდვილად დასანანია. დანარჩენი უკვე დეტალებია. ჩვენ გვექნება მსჯელობა და საბოლოო ჯამში მივუბრუნდებით ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, მომდევნო სესიაზე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა – ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის ...