Home » მთავარი » “სასურველია გამოძიების დასრულებამდე სპეკულაციური მოსაზრებებისგან თავის შეკავება”

“სასურველია გამოძიების დასრულებამდე სპეკულაციური მოსაზრებებისგან თავის შეკავება”

“სამომავლოდ როგორი იქნება ელიავას ბაზრობის ტერიტორია უცნობია, თუმცა გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.”- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი განმარტებით, შედგა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარების პირველადი ვარიანტის საჯარო განხილვებიც მალე დაიწყება. ამასთან, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ერთ-ერთი მფლობელის მიერ შემუშავებული გეგმაც არსებობს, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოშია განსახილველად გადაგზავნილი.

რაც შეეხება გამოძიებას, დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე საპროცესო კანონდებლობით დადგენილი წესებით მიმდინარეობს და სასურველია გამოძიების  დასრულებამდე  სპეკულაციური მოსაზრებებისგან თავის შეკავება, რადგან რეალურად ხანძარი რამ გამოიწვია უცნობია და ამას გამოძიება დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2 ივლისის საღამოს გაჩნდა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...