Home » მთავარი » “სასწრაფოდ! ბოდიშის მოხდით დააბრუნეთ „შავი სიით“ გათავისუფლებული ვიცე პოლკოვნიკი!”-რა ხდება თავდაცვაში?

“სასწრაფოდ! ბოდიშის მოხდით დააბრუნეთ „შავი სიით“ გათავისუფლებული ვიცე პოლკოვნიკი!”-რა ხდება თავდაცვაში?

დავით ნემსაძე

სამხედრო ბლოგერი, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლის” სამხედრო მიმართულებათა საკითხების განყოფილების უფროსი.

„ვიცე პოლკოვნიკი ხვიჩა გაბიევი სასწრაფოდ, ბოდიშის მოხდით დააბრუნეთ უკან!

ვიცე პოლკოვნიკი ხვიჩა გაბიევი არმიიდან დაითხოვეს, თურმე ის ,,შავ სიაში” აღმოჩნდა. 
საბჭოთაკავშირის ჩემპიონი ტანვარჯიშში, სპორტის ოსტატი, დამსახურებული საარმიო მწრთვნელი, თავდაცვის სამინისტროს შეუდარებელი ფიზორგი, 2008 წლის ომის ვეტერანი, სამხედრო ოფიცერი 22 წლის ნამსახურები გამოცდილებით, კაცმა რომელმაც ამერიკაში მწვრთნელობაზე უარი თქვა და 1995 წ საქართველოში ჩამოვიდა რათა ქართულ ჯარში ემსახურა (მაშინ ჯარში ფულის გამო არ მსახურობდნენ) კაცი რომელმაც შეიარაღებული ძალების თაობის 90% გამოზარდა დღეს ის უცერემონიოდ და დაუფასებლად სამსახურიდან გააგდეს.
ხვიჩა გაბიევი ეროვნებით ოსია ისე როგორც ვლადიმერ (ვოვა) გუცაევი არის ეროვნებით ოსი.

ამ კაცს მამა უკვდება ოკუპირებულ მიწაზე, იქ ვერ შედის და ვერც შევა იმიტომ, რომ 2008 ომის მონაწილე ოფიცერია. რომ მოკვდეს მამამისი ვერც მის დაკრძალვას დაესწრება ეს თქვენთვის გაუგებარია რადგან ეტყობა თქვენ ქართულად არაზროვნებთ ან ვერაზროვნებთ და ამიტომ არ გტკივათ ეს სატკივარი.
დღეს თავდაცვის სამინისტროს არაჰყავს ხვიჩა გაბიევზე მაღალი დონის ფიზიკური მომზადების მიმართულების სპეციალისტი რომელიც მოკლე და ხანგრძლივ ეტაპზე დაგეგმავს ჯარების ფიზიკური მომზადების მართებულ პროცესს.

,,რეფორმა” დაიწყეთ, ჯარს ფიზიკური ნორმატივებით აშინებდით და სპორტის ოსტატი გააგდეთ ჯარიდან? რა ხვიჩა გაბიევმა ვერირბინა, ღერძზე ვერ მიიზიდა ტანი, მუცლის პრესი ვერ გააკეთა თუ ე.წ აჯიმანია ვერ გააკეთა? რაღაც მთლად , , ფიზოს” კრიტერიუმებით არყოფილა ჯარში დარჩენის ბედი თორე გაბიევს ასკინკილით რომ ერბინა, ცალიხელით რომ მიეზიდა ღერძზე ან გირით რომ ეკეთებია მუცლის პრესი თქვენ მაინც ვერ აჯობებდით ვერცერთი.

კაცს 4 წელი საპენსიო ასაკამდე დარჩა და ეუბნებიან ,, ჯარიდან წადი ფული აიღე ჩვენი პირადი სამზარეულოდან მოგცემთო”! ჩამიფურთხებია თქვენს, , პირად სამზარეულოში” თავდაცვის სამინისტრო თქვენი საკუთრება არაა დღის ბოლომდე გავიგო რომ გაბიევი ბოდიშის მოხდით მიაბრუნეთ უკან თორე ,, ვის სამზარეულოსთან” მოვალ ხვალ მაგასაც ნახავთ.

უდიპლომო, განათლების არმქონე, წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი ჩაჩიბაია, ჯანჯღავა, ასლამაზაშვილის საახლობლო სანათლიმამო კრიტერიუმით დატოვეს და დააწინაურეს ამას ცალკე თემად გავაშუქებ.

ვიცე პოლკოვნიკი ხვიჩა გაბიევი აზრზეც არაა ე სრომ გავიგე. ეს ადამიანი ის კაცი არაა, ოდესმე რამეზე დაიწუწუნოს, ჩემთვის ის ბევრ ქართველზე დიდი ქართველია.

ჩვენი დროის გმირობა სხვაგვარად არ მესმის მე.
ვინც ოჯახს და მშობელ მამას სამშობლოზე მაღლა არდააყენებს ის მის მუნდირს ფულში არასდროს არ გაყიდის 4000 კაცი შეიძლება ფულით იყიდოთ მაგრამ ხვიჩა გაბიევს ფულზე ვერ იყიდით.

ჩაჩიბაია შენ შეგირცხვეს ნამუსი, გაბიევი როგორ გააგდე, ის ხომ შენც გასწავლიდა და მეც, ამ კაცმა ხომ ჯარში თაობები გამოზარდა.

დააბრუნეთ გაბიევი, თორემ პროტესტს პროტესტზე მიიღებთ…

არააქვს ჯარს იმის ფუფუნება იდიოტები შეინახოს და პროფესიონალები უმოტივაციოდ გარეთ გაყაროს ის რასაც აკეთებთ ესაა საკადრო საბოტაჟიც, დივერსიაც და ქვეყნის ღალატიც.

რას ნიშნავს ,,შავი სია” რას ნიშნავს ,,ჩვენი სამზარეულო” ღრმად დაძირულხართ როგორც ვატყობ ჩვენ თქვენ გაკვირდებით .

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს დაინტერესდეს ამ კონკრეტული პრობლემით და შეაჩეროს შეიარაღებული ძალებიდან პროფესიონალი კადრების როტაცია.

აქვე მოვუწოდებ სამხედრო ომბუდსმენს დაუყონებლივ ჩაერიოს ამ საკითხის გარკვევაში!

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია – ამის შესახებ ...