Home » მთავარი » სასწრაფოდ გამოიყენეთ ყველა საერთაშორისო ბერკეტები თამარ მეარაყიშვილისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად!

სასწრაფოდ გამოიყენეთ ყველა საერთაშორისო ბერკეტები თამარ მეარაყიშვილისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად!

უფლებადამცველი და ადამიანის უფლებებისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს , საქართველოს ხელისუფლებას , აქტიურად ჩაერთონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და მისი კანონიერი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებაში,  რომელსაც ახორციელებს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში მომქმედი მარონეტული რეჟიმი., 

-“საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო დემოკრატიულმა ავტორიტეტულმა ინსტიტუტებმა მიიღოს ყველა ზომა და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტები თამარ მეარაყიშვილისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დასაცავად!

როგორც ცნობილი გახდა თამარ მეარაყიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით, რის გამოც იგი ბოლო წლებში განიცდიდა ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რაც ამა წლის ივლისის თვეში მისი ცხინვალში იძულებით გატაცებით დასრულდა მარიონეტული ხელისუფლების „ძალოვანების“ მიერ, თამარ მეარაყიშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები ფასდება როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

ეს დაკავება, ასევე მის მიმართ განხორციელებული უფლებების შელახვის ფაქტები და ზეწოლა, უნდა შეფასდეს როგორც მისი იძულება, სამუდამოდ დატოვოს ახალგორი, რათა მარიონეტული ხელისუფლების „ძალოვანების“ მიერ, ეთნიკურ ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლისა და უფლებების შელახვის ფაქტები დარჩეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა”- აღნიშნულია უფლებადამცველისა და ადამიანის უფლებებისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

ხმაურია პარლამენტთან

პარლამენტთან “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია “არ გაბედო ჩააგდო!” მიმდინარეობს. გზა ჯერ გადაკეტილი არ არის, ორგანიზატორების თქმით, ...