Home » მთავარი » საუდის არაბეთში თუ ქალი უცხო მამაკაცს გაესაუბრა, მკაცრად დაისჯება – მუსულმანური ქვეყნის მკაცრი კანონები

საუდის არაბეთში თუ ქალი უცხო მამაკაცს გაესაუბრა, მკაცრად დაისჯება – მუსულმანური ქვეყნის მკაცრი კანონები

საუდის არაბეთში მაცხოვრებელ 15 მილიონ ქალბატონს უამრავი აკრძალვის  მიუხედავად სარისკო ტრიუკებზე უწევს წასვლა, რომ  უზრუნველყონ მინიმალური თავისუფლება და დაიცვან საკუთარი უფლებები.

21-ე საუკუნეში არაბეთის სამეფო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ტრანსპორტის მართვა ქალისთვის აკრძალულია. ამ ქვეყნის ქალბატონები თუ უცხო ქვეყანაში მოხვდნენ, შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ საჭესთან მიუჯდნენ. თუმცა საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობაც არ აძლევს მათ მძღოლობის უფლებას.

2017 წელს ზაფხულში საუდის არაბეთის ერთ-ერთი აქტივისტის წიგნი გამოიცა, სადაც მანალ ალ-შარიფი არაბ ქალებს მოუწოდებს „გაბედე მართვა, ახალგაზრდა საუდის ქალბატონო და დაუპირისპირდი მამაკაცების სამეფოს!“ წიგნის გამოქვეყნებამდე ქალბატონი ავტომობილის მართვისთვის 10  დღე იყო დაპატიმრებული. არაბმა მანალმა არამარტო მართა მანქანა, მან ეს პროცესი ვიდეოფირზეც გადაიღო და You Tube-ზე ატვირთა. როგორც აქტივისტი ქალბატონი აცხადებს, „ ბრძოლა მხოლოდ ის არ არის, რომ მართო ავტომობილი, ყველაზე დიდი მიღწევა საკუთარი ბედის მართვაა.“

ქალთა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სპორტს ძალიან ცოტა დრო ეთმობა.  სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება კი არაბ ქალბატონებს საერთოდ აკრძალული აქვთ.

რაც არ უნდა ველურად მოგეჩვენოთ, საუდის არაბეთში გოგონებს არ შეუძლიათ თავისი ნებით დაქორწინდნენ, ან განქორწინდნენ, მიიღონ განათლება ან იმოგზაურონ. ქალბატონები ვერც  საბანკო ანგარიშს გახსნიან დამოუკიდებლად, ვერც ბინას იქირავებენ და ვერც სასწრაფო ოპერაციას გაიკითებენ, თუ ამის თანხმობა ოჯახის უფროსმა მამაკაცმა არ მისცა.  ერთ-ერთმა არაბმა ქალბატონმა აზიზა ალ-იუსუფმა, რომელიც უკვე დიდი ხანია ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძვის, გასულ წელს აქტიურად დაიწყო ბრძოლა მეურვეობის ინსტიტუტის გასაუქმებლად. აქციაში 14 ათასი ქალი ჩაერთო.  საბოლოოდ ქვეყნის მმართველობა დათმობაზე წავიდა და მეფე სალმანას ბრძანებით 2017 წელს გადაწყდა, რომ მეურვეობის საკითხი გადაიხედება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები არაბეთში ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკეა. ამ მკაცრი კანონების ქვეყანაში ქალი შეიძლება დასაჯონ უბრალოდ მამაკაცთან გასაუბრების გამოც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულ ქალთა რიცხვი 17%-ს შეადგენს. აქედან ყოველი მეორე ქალბატონი უმაღლესი განათლებითაა, მაშინ როცა აქაური მამაკაცების მხოლოდ 16%-ს აქვს უმაღლესი დამთავრებული.

აქაური კანონის თანახმად, მშვენიერი სქესის წარმომადგენელი თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოჩნდება, მას მთელი სხეული დაფარული უნდა ჰქონდეს და მხოლოდ სახის ნაწილი უჩანდეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

გლობალური ეკონომიკური აპოკალიფსი – როგორ უნდა მოემზადოს საქართველო…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი -თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციებია: მსოფლიო წესრიგის ცვლილება.  ტრანსნაციონალური საფრთხეების ზრდა, ლტოლვილების კრიზისი, ...