Home » მთავარი » საფრანგეთში საშობაო ბაზრობაზე ევაკუაცია გამოცხადდა

საფრანგეთში საშობაო ბაზრობაზე ევაკუაცია გამოცხადდა

საფრანგეთის ქალაქ მეტცში საშობაო ბაზრობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. ბაზრობასთან შენიშნეს საეჭვო ავტომობილი „პეჟო 207“. სამართალდამცველებმა ნახეს, რომ მანქანაში იდო გაზის ბალონი, სწორედ ამიტომ განხორციელდა ევაკუაცია. პერიმეტრი შემოღობილია, გაჩერებულია ტრამვაი, გადაკეტილია მოძრაობა. ბაზრობასთან ახლოს მდებარე ყველა მაღაზია დაკეტილია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელის კომუნაში, სხარბეკში თურქულ ორგანიზაციასთან პოლიციამ ხელნაკეთი ასაფეთქებელი იპოვა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...