You are here
საფრანგეთში ქალის მიმართ არასასურველი ყურადღების გამოჩენაზე ჯარიმა დაწესდა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

საფრანგეთში ქალის მიმართ არასასურველი ყურადღების გამოჩენაზე ჯარიმა დაწესდა

საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც საპირისპირო სქესისადმი არასასურველი ყურადღების გამოჩეnა 750 ევრომდე ოდენობით ჯარიმით ისჯება. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, კანონი ქალების უსაფრთხოებას ემსახურება.

კანონის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობა 90 ევროა და ისჯება ყველა სქესის ადამიანი, ვინც საპირისპირო სქესისას დაუსტვენს, არასასურველ კომენტარს გააკეთებს სექსუალური კონტექსტით, ან სექსუალურად შეავიწროებს.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს კანონი ე.წ. ფრანგულ რომანტიზმს დაასრულებს. „ეს ზომები კუდიანებზე ნადირობას ჰგავს, თუმცა ამ შემთხვევაში კუდიანები კაცები არიან“, – განაცხადა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ემანუელ მენარმა. თუმცა გენდერული თანასწორობის მინისტრი მარლენ შიაპა აცხადებს, რომ კანონი ადამიანებს ფლირტის შესაძლებლობებს არ ართმევს და „ფრანგი საყვარლის სახეს“ არ შლის. ის ქალებს აძლევს საშუალებას მშვიდად დასთანხმდნენ ან უარი თქვან  თაყვანისცემას.

 

Comments

comments

Related posts