You are here
საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა მთავარ პროკურორს მიმართა მთავარი საზოგადოება 

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა მთავარ პროკურორს მიმართა

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის განცხადებით საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა რეაგირებისათვის წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს თბილისის მერიის სპეციალური ზონალური საბჭოს შესაძლო დანაშაულის ფაქტზე.

განცხადებაში აღნიშნულია:

„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროკავშირის ერთერთი დამფუძნებლის და გამგეობის წევრის, ადვოკატის მამუკა ტივიშვილის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარდგენილ პირად საჩივარზე, რომელიც უკავშირდება მამუკა ტივიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით თბილისის მერიის სპეციალური ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებებზე, როგორც საქმის მასალებით ირკვევა ამ საქმეზე თბილისის მერიის სპეციალური ზონალური საბჭოს წევრების მიერ მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლითაც იგნორირებულია ამ საქმეზე (საქმე #3/1095–16) მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ასევე თბილისის საკრებულოს შესაბამისი წერილი.

საკითხი გამოძიების ფარგლებში იქნება შესასწავლი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჯერ–ჯერობით ასევე რეაგირების გარეშეა დატოვებული მამუკა ტივიშვილის მიერ წამოდგენილი ბოლო განცხადებაც. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომელიც წარმოადგენს კანონის უზენაესობის გარანტს ქვეყანაში, განახორციელებს კანონიერ რეაგირებას, რითაც შესაძლებელი გახდება მოქალაქისა და ადვოკატის მამუკა ტივიშვილის უფლებების დაცვა.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის მიერ აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი, რადგან საკითხი ეხება არა მარტო მოქალაქის, არამედ ამავე დროს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ერთერთი დამფუძნებლისა და აქტიური წევრის კანონიერი უფლებების დაცვას და მის პროფესიულ ღირსებასთან ერთად ჩვენი როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის იმიჯს. ჩვენის მხრივ გავაგრძელებთ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას მონიტროინგის შედეგებზე“.

 

 

Comments

comments

Related posts