Home » მთავარი » “საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ მოიზიდოს სტუდენტები”

“საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ მოიზიდოს სტუდენტები”

განათლება იყო ერთ-ერთი საკითხი რაზეც მთავრობის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა პრემიერმინისტრმა. კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს დუბაიში განათლების სამინისტრო მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვან განათლების ფორუმში.

“იქ არის საქართველოს განათლების მინისტრი. ის წარადგენს ჩვენს პროგრამას, რომელსაც ჰქვია “ისწავლე საქართველოში”. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ამ ფორუმს, ვინაიდან საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ მოიზიდოს სტუდენტები,”- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, დღეს დუბაიში საქართველო თავისი შესაძლებლობებით წარსდგება. კერძოდ, განათლების მინისტრი ექსპერტებს წარუდგენს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შესთავაზებს რეგიონის მომავალ სტუდენტებს.

გარდა ამისა,  კვირიკაშვილმა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია უკვე დასრულდა და 25%-ით მეტმა ადამიანმა მოინდომა ამ მიმართულებით სწავლა, “8500-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი. შემოდგომაზე სამჯერ მერ ნაკადს ველოდებით,”- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...