Home » მთავარი » საქართველოს აშშ-ის სრული მხარდაჭერა აქვს

საქართველოს აშშ-ის სრული მხარდაჭერა აქვს

თამარ ჩუგოშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრის აშშ-ში ვიზიტი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაპრეზიდენტების მერე სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა და მათ შორისაა ჩვენი ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ამერიკის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. გარდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ გვაქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ძალიან ნათლად გამოითქვა ამ შეხვედრებზე, ჩვენ ასევე გავააქტიურებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ამერიკასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ზოგადად, მოქალაქეების ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს და შევძლოთ იმ პროგრესის შენარჩუნება, რაც გვაქვს და კიდევ უფრო წინ წავიწიოთ. ამიტომ, ამერიკის, როგორც მსოფლიო ლიდერის, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ ...