Home » მთავარი » საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 100 ათასი ჰა შეემატება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 100 ათასი ჰა შეემატება

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაცული ტერიტორიები 100 ათასი ჰექტარით გაფართოვდება.  “2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა,” განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო სხდომაზე.

გახარიას განცხადებით, იქმნება მნიშვნელოვანი არეალი გარემოს დაცვის ხელშეწყობის მიზნით. შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაშია და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისე წითელი წიგნში არსებული  სახეობების შენარჩუნებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის 4 ათასი ჰექტარით გაფართოება.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments