Home » ეს საინტერესოა » საქართველოს ისტორიული ტერიტორიები-რის დამალვას ცდილობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემია…

საქართველოს ისტორიული ტერიტორიები-რის დამალვას ცდილობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემია…

სოჩა და კრასნოდარის მხარე საქართველოს ეკუთვნოდა. რუსი არქეოლოგები გაოცებულნი არიან უძველესი საქართველოს ცივილიზაციით, მაგრამ ეშინიათ მიიღონ ისტორიული სინამდვილე. როგორც ამტკიცებენ, „უძველესი ქრისტიანული ტაძარი რუსეთში ოლიმპიურ პარკშია აღმოჩენილი“, ამტკიცებენ, მაგრამ ისტორიული ფაქტი თავს არ მალავს…არქეოლოგებმა უძველესი ტაძარი აღმოაჩინეს იმერეთში. გათხრების დროს ნახეს, რომ ტაძარი სამი მხრიდან ჯებირით იყო დაცული, ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილია ოჯახი, ნაპოვნია ძვირფასი ნივთებიც-ბრონზეს სანიშნე ბიბლიისთვის, ჯვარი და სხვადასხვა ფრაგმენტები. მეცნიერები გაანცვიფრა ნაპოვნი მინის ფერადოვნებამ, რომელიც ძალიან ჰგავს დასავლეთ ევროპულ ვიტრაჟს. გარდა ამისა, დადგინდა, რომ მაშინ შენდებოდა საყდარი და გათვალისწინებული იყო სოჩას კლიმატური თავისებურებები.

არქეოლოგიის ინსტიტუტის (РАН) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ეკატერინა არმარჩუკი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ჩრდილოეთ სოჩის ტერიტორია შედიოდა აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, რომელსაც მართავდა ლეონიდების დინასტია დაახლოებით VIII – X საუკუნეებში. ტაძარი კი დათარიღებულია IX-X საუკუნით.

მითი „არგონავტებზე“ გვამცნობს, რომ კოლხიდა კულტურულად განვითარებული იყო და ჰქონდა თავისი დამწერლობა. ამ მითის მიხედვით უკვე ნატელია, რომ საქართველოს უკვე მაშინ ჰქონდა დამწერლობა და კარტოგრაფია. აიაში საკუთარ ენაზე საუბრობდნენ, მითის მიხედვით „მედეა საუბრობდა ტავის მშობლიურ, კოლხურ ენაზე“. მეცნიერები საკმაოდ დამაჯერებლად აღწერენ იმდროინდელ რეალობას და ირკვევა, რომ აია საკმაოდ მდიდარი იყო, განსაკუთრებით კი ქუთაისი.

კოლხიდას საზღვრები კავკასიის ქედამდე მიდიოდა, ამას მოწმობს ჰომეროსის „ოდესეა“-ც. აიეტის კოლხიდას სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი გადიოდა აზოვის ზღვის სიახლოვეს. ეს ვერსია თანხვედრაშია დიოდორ სიცილისკის და ლეონტი მროველის გადმოცემებთან. მროველი წერდა-„თარგამოსმა ეგროსს მისცა მიწა და დაადგინა საზღვარი. აღმოსავლეთით-პატარა გორა, რომელსაც დღეს ეწოდება ლიხი, დასავლეთით -ზღვა.(პატარა ხაზანიის მდინარე, დღევანდელი კუბანი).

იბერია-ღვთისშობლის წილხვედრი ქვეყანაა. უფლის ნებით და ღვთისშობლის კურთხევით მის წილხვედრ მიწაზე მათ შორის თანამედროვე აფხაზეთის და კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე მივიდნენ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ ქანანელი. მათი მოღვაწეობა აღწერილი აქვს  X-XI საუკუნეებში საზღვარგარეთ მცხოვრებ ექვთიმე ათონელს, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა სხვადასხვა უფრო ძველ წყაროებს.

გადის დრო, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ქვეშ ექცევა და მისი სახელით იწოდება, ქართულ ღირებულებებს კი რუსეთი იწერს, ამის დასადასტურებლად ბოლო დროს კრასნოდარის მხარეში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევებიც გამოდგება, მაგრამ რეალურ, სწორ დასკვნებს არ ასაჯაროვებენ. რთული მისახვედრი არ არის, რომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემია შეეცდება დამალოს საქართველოს ისტორიული კვალი ისტორიულად მის კუთვნილებაში მყოფ ტრიტორიებე და ისევ მიიწეროს ქართული ღირებულებები.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...